„ჩვენ ამ დღეევბში ვხედავთ, რომ ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში შედის. მთავრობა ძალიან ზედაპირულად უყურებს იმ მოვლენებს, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება და მათი განცხადებები საგანგაშოა.
ის, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ ქვეყანაში ფასების ზრდა იქნება, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად გულუბრყვილოდაა აღქმული. ისინი ხალხს პირდებიან, რომ არ გაიზრდება ის ტარიფები, რომელიც სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. ესაა წყალი, გაზი, მეტროპოლიტენი და ა.შ. ამას ასაბუთებენ იმით, რომ მარეგულირებელში შეატანილი განცხადებით ტარიფის ცვლილება არ იგეგმება. მაგრამ მაშინ ლარის კურსი სხვა იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ტარიფების დეგრადაცია მოხდება. ისინი მუშაობოენ თვითღირებულების ზღვარზე. მაინტერესებს რა პასუხს იძლევიან შესაბამისი სამინისტროები, როგორ შაჩერებენ ფასების ზრდას ლარის ასეთი გაუფასურების პირობებში.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






