საგარეო უწყებაში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 14:06, 14 Dec, 2016     1262
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019წწ. სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია. სამოქმედო გეგმა მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით არსებული რეფორმების ხელშეწყობა.

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის დაფინანსება ძირითადად ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ. თუმცა, ევროპის საბჭო იღებს ნებაყოფლობით შემოწირულობებს წევრი, დამკვირვებელი და არა-წევრი სახელმწიფოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ფონდებისგან, კერძო სექტორისგან და ინდივიდებისგან. შესაბამისად, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოძიება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტების განხორციელებაში ჩართული სამინისტროებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.

შეხვედრაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ.

ღონისძიება გაგრძელდა სამუშაო ფორმატში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა 2016-19 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტები. ამ ეტაპზე დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებმა. ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებაზე და სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა; სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ; შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა,თამარ ქალდანმა და ა.შ.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა რეფორმების განხორციელების კუთხით აქტიური თანამშრომლობა გააგრძონ ევროპის საბჭოსთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42