"ტექნიკური დეტალებია დარჩენილი, როგორც ჩანს, საბოლოოო ტექსტს სქართველოსთან დაკავშირებით 7 აპრილს მოეწერება ხელი, 15 აპრილს გადაწვყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და აპრილის ბოლოდან საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებს“ - განაცხადა მამიკინსმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ. ამის შესახებ განცხადება გავრცელდა:
"კარგი ამბავი საქართველოს მოქალაქეებისთვის: საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა" - ნათქვამია განცხადებაში.
მამიკინსი გუშინ დაესწრო სამმხრივ შეხვედრას, რომელზეც შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული საბოლოო ტექსტი შეთანხმდა. გუშინ, შეთანხმების ტექსტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაცია ძალაში ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად უნდა შევიდეს.
დღეს, დროებითი შეჩერების მექანიზმზე ევროპარლამენტში დებატები იმართება, საკითხზე კი კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.
მიროსლავ ლაიცაკმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 იანვარს განიხილავს.პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად ევროპარლამენტის დღის წესრიგში 18 იანვარია მითითებული.
მასალის გამოყენების პირობები






