„ის, რაც თქვენთვის არის უმნიშვნელო მატება, არის სიკვდილ-სოცოცხლის საკითხი“ - აკაკი ბობოხიძე აქციზებზე ფასების მატებაზე
პოლიტიკა - 14:02, 14 Dec, 2016     2050

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ „ენმ“-ს საწინააღმდეგოდ მისცა ხმა არჩევნებზე, შექმნილ რთულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია. ამის შესახებ ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა:

”სიგარეტზე აქციზიის გაძვირების გამო, ადამიანები სიგარეტს თავს არ დაანებებენ - უბრალოდ, იძულებული გახდებიან უფრო იაფ და მდარე ხარისხის თამბაქოზე გადავიდნენ, რაც მათ ჯანმრთელობას კიდევ უფრო დააზიანებს. ადამიანებმა იმის ნაცვლად, რომ 2010 წლის მანქანა იყიდონ, იძულებული გახდებიან, იყიდონ 2005 წლის მანქანა ან კიდევ უფრო ძველი მანქანა, რომელიც უფრო დააზიანებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. ნავთობპროდუქტებზე ფასების გაძვირების შემდეგ, ადამიანები იძულებული იქნებიან მანქანაში ჩაასხან არა მაღალი ხარისხის ბენზინი, არამედ ფასის გამო, დაბალი ხარისხის ნებზინი, რომელიც ასევე დააზიანებს გარემოს და დააზინებს იმ ადამიანებს, რომლებზეც ვითომ და, თქვენ ზრუნავთ. განსაკუთრებით ცინიკური იყო რამდენიმე თანამდებობის პირის, მათ შორის ვიცე-სპიკერის განცხადება, (რომლის შემოსავლები, თუ საწვავსაც ჩავთვლით, შეიძლება 7 ათასს ლარამდეც ადის), რომ თურმე ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატებს. ბატონებო, ის რაც თქვენთვის, მათ შორის ჩემთვის, არის უმნიშვნელო მატება, არის სიკვდილ-სოცოცხლის საკითხი - თქვენთვის არის ეს პრობლემები უმნიშვნელო და არა რიგითი ადამიანებისთვის და პენსიონერებისთვის”, - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42