ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით მალე უვიზოდ იმუგზაურებენ ევროპაში. მისივე თქმით, ეს არ არის სიხლე, არამედ ეს არის დამსახურებული პრივილეგია:
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კიდევ ერთი მყარი, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამას წინ უძღოდა ძალიან მძიმე და მასშტაბური მუშაობა, რომელიც გასწია საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ანტიკპორუფციული მიმართულებით. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის როლი და მე მინდა ვუთხრა მადლობა მერვე მოწვევის პარლამენტს, რადგან ბევრ რეფორმას სჭირდებოდა პარლამენტის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა“,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






