საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტის გამოძიება. ამის შესახებ კობახიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
ირაკლი აბესაძის თქმით კი ამ საქმეზე წინასაარჩევნოდ არც მმართველმა ძალამ და არც პროკურატურამ პოლიტიკური განცხდებები არ დაიშურეს.
„გივი თარგამაძე მხოლოდ ერთი კვირის წინ ცნეს დაზარალებულად. ეს ნიშანვს, რომ არ მისცეს უფლება, გაეცნოს საქმეს. საქმის მასალებს არ აცნობდა არც ბრალდებულის ადვოკატი. მხოლოდ დღეს შეიძლება გააცნონ გივი თარგამაძეს საქმის მასალების ნაწილი. დღემდე ძალიან ბევრი ბუნდოვანი განცხადება გაკეთდა, იყო ბევრი კითხვა. ამიტომ მინდა, გთხოვოთ, არ მივცეთ პროკურატურას საქმის მიჩქმალვის შესაძლებლობა. ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე. აუცილებერლია, მალე გაიხსნას ეს საქმე და არ იყოს მიჩქმალული“,-აღნიშნა აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






