საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტზე უნდა იმსჯელონ. დოკუმენტის კენჭისყრა დღესვე უნდა ჩატარდეს. საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.
„ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას ის აუცილებელი მინიმალური ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს ბიუჯეტში იმისათვის, რომ დღეს შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა დასტაბილურდეს მაინც და შეწყდეს მოქალაქეების გაღარიბება. ეს გულისხმობს იმას, რომ გადასახადების გაზრდის ნაცვლად აუცილებლად გადასახადები უნდა შევამციროთ. არ უნდა გაიზარდოს აქციზი დიზელსა და ბენზინის ფასზე, ეს ხალხის გაღარიბებას გამოიწვევს. აუცილებელია საშემოსავლო გადასახადის 2%-ით შემცირება. შესაძლებელია ბიუჯეტს ჩაეხსნას უამრავი უსარგებლო პროგრამა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






