"იმედი მაქვს, 2017 წლის დასაწყისიდან დონორი ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა გვექნება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს" - ზალკალიანი
პოლიტიკა - 10:22, 14 Dec, 2016     947
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ზალკალიანს იმედი აქვს, რომ 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა ექნება დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ მნიშვნელოვანი, სერიოზული პროექტები განხორციელდეს.
"საქართველოსა და ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა გაწერილია 2016-2019 წლებზე, რომელიც ევროპის საბჭოში 2016 წლის მარტში დამტკიცდა. მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამ გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტული პროექტების რეალიზება. ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი სტრასბურგში, სადაც მსგავსი ტიპის შეხვედრა შედგა ევროპის საბჭოს გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან. ეს პროექტები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ნდობის ზომების მექანიზმების გაძლიერება, მართლმსაჯულების სისტემა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონკრეტული პროექტები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან და არა მარტო წევრ ქვეყნებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტები მოითხოვს შესაბამის დაფინანსებას, ფინანსურ რესურსებს, ამიტომ ჩვენ გვექნება სწორედ ამ საკითხზე მსჯელობა. იმედი მაქვს, რომ 2017 წლის დასაწყისიდან ჩვენ გვექნება სერიოზული მხარდაჭერა დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული პროექტები განხორციელდეს უახლოესი სამი წლის განმავლობაში",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42