,,დაიღუპა ჩემი მეოთხე შვილი, გიორგი“ - ირინა სარიშვილს რამდენიმე თვის ბავშვი გარდაეცვალა
სოც.მედია - 02:00, 14 Dec, 2016     98248
ირინა სარიშვილს რამდენიმე თვის შვილი, გიორგი გარდაეცვალა, ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს.


„ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს.

იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო.

ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები.

იმ წამს უკვე მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.

მერე ნელ–ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხეზე დააყენებდნენ.

ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას.

დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე.

ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა.

არც აპარატზე შეერთებამ უშველა.

დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი.

სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა.

მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო.

ჩავედი ქვემოთ.

უცებ ვხედავ ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან კარდონის გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტიქტით გიჟვით გავეკიე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთშიმეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო.

აქამდე ვიბრძოდი რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი.

ეხლა უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო.

ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე.

უბრალოდ რაღაცას ვერ ვიგებ და ვერსადროს ვერ გავიგებ.

შეიძლება შეგეშალოს დიაგნოზი,

შეიძლება კანონმდებლობამ შეგიშალოს ხელი რომ დროულად გადაწყვიტო რაც გადასაწყვეტია, მაგრამ კარდონის გადასკოჩილი ყუთით ბავშვის პროზექტურაში გადაყვანას ვერ გავიგებ ვერასდროს.

ისევე როგორც ვერ გავიგებ რატომ შევხვდით მე და გიორგი ორი თვის წინ ერთმანეთს, რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი ასე.

გიორგის ორი თვე უკვე ვყავდი მე, დედა მაგრამ ვერ მოასწრო ძმების გაცნობა და სახლში მოსვლა და თუნდაც მცირე ხნით მაგრამ ყველასთან ერთად სიცოცხლე.

ვერ გავიგებ რატომ უნდა ვუყურებდეთ მე და ჩემი სამი შვილი დღეს მოტანილ საბავშვო ეტლს და ჩვილის სასწორს გაოგნებული და ენაჩავარდნილი და არ ვიცოდეთ რა ვქნათ.

რატომ?

არეული ვწერ. ჯერ არ ვარ გონზე და ბოლომდე არ მჯერა რა მოხდა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42