ჯანდაცვის სისტემა გრიპის დაავადების გავრცელების გამო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბრიფინგზე ისაუბრა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წლევანდელი ვირუსი გასული წლის ვირუსთან შედარებით, გაცილებით სუსტია, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულ მობილიზაციაშია:
„წელს 245 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე ავადობის, ასევე სტაციონარში გაზრდილია მიმართვიანობაც და ჰოსპიტალიზაციაც, თუმცა არ არის რთული შემთხვევები. მაგრამ აუცილებლად მზადყოფნის რეჟიმში უნდა ვიყოთ. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეპიდემია ჯერ არ არის. დღევანდელი მაჩვენებლები ეპიდემიური სიტუაციის გამოსაცხადებლად საჭირო დონის მხოლოდ 50%-ია,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






