მიხეილ ჯანელიძე ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 17:50, 13 Dec, 2016     1213
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან იგნასიო იბანესთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესპანეთის წარმატებულ ორმხრივ ურთიერობებს. ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესპანეთში დაგეგმილ ვიზიტის გამო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას.

ესპანურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მიესალმა იმ პროგრესს, რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღწეული საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საკითხში.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, აგრეთვე, ქვეყნის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას.

ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატურის წამოყენება და საარჩევნო კამპანიის წარმატებით ჩატარება მადრიდში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42