"სვანეთში სუვენირების გამყიდველმა ამოიღო ფულის ბღუჯა... ახლაც ტანში მაჟრიალებს"- ქუმსიშვილი (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:01, 13 Dec, 2016     30644

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დროს საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა და ადა მარშანიას შეკითხვაზე, თუ როგორ დაეტყო ტურიზმის განვითარება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას, ქუმსიშვილმა სვანეთში ყოფნის ისტორია გაიხსენა:

„$2.1 მილიარდს აგენერირებს დღეს ტურიზმი, $2.1 მილიარდი არის ძალიან დიდი შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ტურიზმი 170 ათას ადამიანს ასაქმებს. მოგიყვებით მარტივ მაგალითს, ვგიჟდები ამ მაგალითზე იმიტომ, რომ მე შემემთხვა:

სვანეთში მიყვარს მარიამობის შეხვედრა, უშგულში არის მშვენიერი ეკლესია და იქ არის მარიამობის შეხვედრა ძალიან კარგი. ოჯახთან ერთად ჩავედით უშგულში და ყველა სახლს აწერია Guest House, გავჩერდით ერთ სახლში. ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ, დილით ჩამოვედით და მოვინდომე ბავშვებისთვის სუვენირების შეძენა. ბრჭყვიალა ქვა კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, ღირს 20 ლარი, ხელით გამოთლილი სვანური კოშკი ღირს 20 ლარი. მე სამი შვილი მყავს - ორი პატარა, ერთი უფროსი, ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მეყიდა. ფული გადავიხადე და ძალიან გამიხარდა, იცით რა გამიხარდა? ახლა უნდა ავდგე, არ ვიცი როგორ გამოჩნდება, როდესაც ქალბატონს 100 ლარიანი გავუწოდე, რათა მეყიდა, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ბღუჯა ამოიღო ფულის, ქალბატონო ადა. ახლაც ტანში მაჟრიალებს, ამას რომ ვიხსენებ, გეფიცებით, ამას რომ ვიხსენებ, მაჟრიალებს. როდესაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე გავდივართ, როდესაც ჩვენ ღონისძიებებს ვატარებთ, მთელი ტურიზმის ბიუჯეტი არის დათვლილი.“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42