საკადრო წმენდა - ,,თანამშრომლების გაშვება გზების დეპარტამენტის მიზანი არ არის, ასეთი გეგმა არ გვაქვს“
პოლიტიკა - 15:54, 13 Dec, 2016     5423
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სამინისტროებში ოპტიმიზაციას იწყებს და თანამშრომლებს 10%-მდე ამცირებს. საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეები ერთგვარმა შიშმა მოიცვა.

ჩვენი ინფორმაციით, თავდაცვისა და შს სამინისტროში 1600 ადამიანი კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. თანამშრომლების 10%-მდე შემცირებას გეგმავს თბილისის მერიაც.

"ნიუპოსტისთვის" ცნობილი ხდება, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თანამშრომლთა დიდი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად გადაიყვანეს და ხელი მოაწერინეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც თანამშრომლები თანახმა არიან უწყებაში რეორგანიზაცია ჩატარდეს.

უშვებს თუ არა წინასაახალწლოდ ზურაბ ალავიძის უწყება თანამშრომლებს სამსახურიდან, საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ "სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და არა შემცირება".

მისი თქმით, სამინისტროში კადრების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს.

"ნიუპოსტი" მოსალოდნელ ცვლილებებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს ესაუბრა.

მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მისი დეპარტამენტის მიზანი სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნა არ არის.

"გზების დეპარტამენტში გამოცხადებულია რეორგანიზაცია და ეს გამოწვეულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით. თქვენთვის ალბათ ცნობილია მთავრობის გეგმები და ჩვენ ვაკეთებთ რესტრუქტურიზაცია, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ, რიგი პროექტების განხორციელებისთვის" - აცხადებს სეთურიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანის გაშვებაა დაგეგმილი, დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ასეთი გეგმა სამინისტროს არ აქვს.

,,რაც შეეხება კონკრეტული ციფრების დასახელებას, ან პიროვნებების დასახელებას ეს არ იქნება სწორი, იმიტომ რომ რომ ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს"- აღნიშნა სეთურიძემ.

კითხვაზე: იგეგმება თუ არა უწყებიდან თანამშრომელთა გაშვება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განმარტა:

"ასეთი მიზანი, ყოველ შემთხვევაში გზების დეპარტამენტს არ დაგვისახავს და არ გვაქვს. კეთდება რესტრუქტურიზაცია იმისთვის, რომ გაიზარდოს ეფექტურობა პროექტების განხორციელებისთვის"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გიორგი სეთურიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42