საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და ეპიდემიოლოგიურ ვიტარებასთან დაკავშრებით ინფორმაცია გაავრცელა.
სერგეენკოს განცხადებით, ამოქმედდება სპეციალური პრტოკოლი, რომელიც არსებულ სიტუაციებში მუშოაბს. მოსახლეობას კი მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართოს:
„მსურს მსოახლეობას გავაცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ყოველ სეზონზე, გაზაფხულ-შემოდგომაზე ხდება გრიპის მაგვარი დაავადებების გამწვავება, ეს სხვადასხვა მიზეზებით სხვადასხვა პერიოდში შეიძლება დაიწყოს, ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია, ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ეპიდემია, რადგან ეპიდემიას თავისი ამხასიათებელი აქვს, 500-ზე მეტი დაავადებული 100 ათას მოსახლეზე, ჩვენ გვყავს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მონაცემებით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილი არის მნისვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში, გუშინდელი მდგომარეობით 550 ზარი დაფიქსირდა, გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით სამი კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში.
კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, საიდანაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები, დამატებით გაიხსნება, ისევერ როგორც იანვარ-თებერვლის პერიოდში საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ, ეს იქნება ქმედიტი ზომები იმისათვის, რომ გაზრდილი ავადობის სურათი მნიშვნელოვნად ვმართოთ და შევამციროთ.
მოსახლეობასთან ემქნება სათხოვარი, რომ იმ პერიოდშ, როდესაც მშაობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, მათი ოჯახის ექიმები, გრიპის სიმპტომების აღმოცენებისას მიმართონ სწორედ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას, ეს ოჯახის ექიმის კომპეტენციაა.
რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, ბაღებს და სკოლებს, აქ ამოქმედდება ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი, ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუ 40%-ზე აღემატება არდასწრება, ასეთი დაწესებულება დაიკეტება 3 დღის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ განიტვირთოს სასწრაფო დახმარება და შეძლოს სრულფასოვნად ფუნქციონირება.
ეს ღონისძიებათა კომპლექსები აუცილებელია, საჭიროა. მოვუწოდებ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, რაც შეეხება ბავშვებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელების სისუფთავეს, რადგანაც ხელების ხშირი ბანა არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი გრიპის ვირუსის გადაცემისაკენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






