ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. დღეის მონაცემებიტ, ერთი აშშ დოლარი 2.61 ლარი ღირს. კურსი გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. არასამტავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის ტავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიმდინარე პროცესის მიზეზებზე საუბრობს და ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში შემცირებულია:
„როგორც წესი საქართველოში გვიან ქვეყნდება სტატისტიკური მონაცემები და შემდეგ გვიწევს ანალიზის გაკეთება. თუ რა იყო იმ პერიოდში ლარის გაუფასურების მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მესამე კვარტალში წინა წლის პერიოდთან შედარებით შემცირებულია ინვესტიციები. სავარაუდოდ ეს პროცესი სამწუხაროდ ახლაც გრძელდება, ხელისუფლებამ ამ მხრივ მეტი უნდა იმუშაოს და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს, როგორც ხდება ხოლმე, არ მოხდება დეფიციტური ხარჯვა ბიუჯეტის, რადგან ეს კიდევ დამატებითი ზეწოლაა ლარზე. სხვა მხრივ ის, რომ დღეს გვაქვს ასეთი უარყოფითი რეკორდი ლარის კურსის დოლართან და ევროსთან მიმართებით, არის იმის ბრალი, რომ სავალუტო შემოდინებები შემცირებულია“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






