ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული, ჯერჯერობით უცნობია ვის წარადგენს მმართველი პარტია ნდობის ჯგუფში. მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის კვოტით მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება:
„ვფიქრობ, ამ კვირის განმავლობაში მოვახერხებთ კანდიდატურების წარმოდგენას. დროულად მოხდება დაკომპლექტება, შევიკრიბებით დავიწყებთ მუშაობას,“ - აცხადებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
ნაციონალური მოძრაობა ჯგუფში ირაკლი აბესაძის, პატრიოტთა ალიანსი კი ემზარ კვიციანის ნაცვლად ვიცე სპიკერ ირმა ინაშვილს დაასახელებს:
„კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, გავხდები კომისიის წევრი. რა თქმა უნდა, ეს არის საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საიდუმლო საქმიანობაზე, მათ შორის საიდუმლო შესყიდვებზე, სადაც მილიონობით ლარი იხარჯება ბიუჯეტის და რომლის სწორად დახარჯვაზეც დამოკიდებულია შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოება,“ - აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






