საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო კომისიის შესახებ გასაკვირს, საწყენსა და არასწორს უწოდებენ „ქართული ოცნების“ რიგებში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფორმატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა, სრულიად ლეგიტიმურია.
„მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, როდესაც ცენტრი მსჯელობებისა უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში და ეს ასეც მოხდება, როგორც მინიმუმ, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. რა შეიცვლებოდა პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობის შემთხვევაში, მაშინ როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება ორი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიეღოთ ამ კომისიის მუშაობაში,“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






