პოლოლიკაშვილის UNWTO-ის გენმდივნის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას მაღალი დონის სტუმრები დაესწრნენ
პოლიტიკა - 10:13, 13 Dec, 2016     856

ქ. მადრიდში გაიმართა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალეპ რიფაიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მან საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოს ამ ერთ-ერთი წამყვანი სფეროს განვითარების საქმეში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის როლსა და მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ტურიზმის სფეროს პრიორიტეტულობას, რაც დიდი როლს თამაშობს ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ განვითარებაში. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო წარადგენს თავის კანდიდატურას გაერო-ს ასეთ მაღალ თანამდებობაზე -ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე და დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი წარმატებით გაართმევს თავს ყველა იმ ამოცანას და მიზნებს რაც ტურიზმის ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას.

„საქართველოსთვის ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯისა და წინსვლისთვის. გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციაში გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის წარდგენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსთვის ტურიზმის პრიორიტეტულობას და ამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ მიმართულებით“-განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა ზურაბ პოლოლიკაშვილის პროფესიულ საქმიანობაზე და მის მდიდარ გამოცდილებაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საქართველოში ტურიზმის სფეროს აღორძინების საქმეში.

ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

„აქ წარმოდგენილი საზოგადოება ხაზს უსვამს დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას. საქართველოს კანდიდატს საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა საკუთარი ხედვები. მე ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი თითქმის 7 წლის განმალობაში ვიყავი, ახლა ჩემი მანდატი იწურება და იმედს გამოვთქვამ რომ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს საუკეთესო კანდიდატი რომელიც ამ ორგანიზაციის მნიშვნელობას ერთიორად გაზრდის, და სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს აქ“ - განაცხადა ტალეპ რიფაიმ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას ქ. მადრიდში ასევე ესწრებოდნენ ესპანეთის პოლიტიკური, ბიზნეს წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42