ხვალ, 13 დეკემბერს, პარიზში ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
კომიტეტი სხდომაზე განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენება - უფრო მკაცრი სამართლებრივი გარანტიების საჭიროება; დაკავებული პირების თავიანთ ადვოკატებთან თავისუფალი ურთიერთობის უზრუნველყოფა; წამების პრევენციის კომიტეტის 25 წელი, მიღწევები და გაუმჯობესების საჭიროება და სხვა.
სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის პასუხებზე.
კომიტეტის წევრები ინვესტიციების დაცვის საერთაშორისო შეთანხმებებში ინვესტორი ქვეყნის არბიტრაჟის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის პროექტს განიხილავენ და რეზოლუციის პროექტს მიეღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






