„საქართველოს პრეზიდენტი თავს შეიკავებს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე“ - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 17:16, 12 Dec, 2016     1228
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის გაცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის, ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისწესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია, თავისი არსით პოლიტიკური ინიციატივაა, რომელშიც ერთიანდებიან პოლიტიკური სუბიექტები და პროფესიული წრეები კონკრეტული მიზნის მისაღწევად.


„სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის, მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსენსუსის უზრუნველყოფა.

საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, ვფიქრობთ, არაერთ კითხვას აჩენს.

წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნული და ერთპარტიულიგადაწყვეტილებების მიღებაზე.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ, ამ თვალსაზრისით, არსებულ, ერთადერთ საკონსტიტუციო ნორმას - კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მთავარი პოზიცია არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და ფართო კონსენსუსის უზრუნველმყოფი, სწორედ ამას ითვალისწინებდა პრეზიდენტთან არსებული სამი უმაღლესი თანამდებობის პირისთანათავმჯდომარეობით შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება, სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის ინიციატივა იქნება მომზადებული, ის საჯაროდ უნდა იყოს განხილული.

„სწორედ ამ საკონსტიტუციო პროექტში, სახალხო განხილვის პროცესში ვიქნებით არა მარტო აქტიურად ჩართულები, არამედ ძალიან აქტიურად ავამუშავებთ ამ მექანიზმს. ეს განხილვები, სამწუხაროდ, ამ დრომდე იყო ფორმალური, ეხლა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ავამუშავებთ ისე, როგორც ეს არისსაჭირო, იმისათვის რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მათ კონსტიტუციურ უფლებებს“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42