პარლამენტის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართეს
პოლიტიკა - 15:59, 12 Dec, 2016     1512
ახალარჩეული პარლამენტის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართეს და თანამშრომობის შემდგომ გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ქეთევან ხუციშვილმა მიმართეს. თავის შესავალ სიტყვაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სამომავლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, კონკრეტულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ ყველამ ერთად უნდა იმსჯელოს დასახული გეგმების განხორციელების გზებზე. პარლამენტის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თემატური საკითხების განხილვით და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გაცნობით გაგრძელდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დარგობრივი მიმართულებებით ისაუბრეს და მათი საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის განვითარების და რეფორმირების კუთხით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. შეხვედრაზე საუბარი შემდეგ მიმართულებებს შეეხო საარჩევნო სისტემის რეფორმას; დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის რეფორმას; სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას; სამართალდამცავი ორგანოების რეფორმას; თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას; უმცირესობათა უფლებების დაცვას; მედიისა და ინფორმაციის თავისუფლებას; სოციალურ უფლებებს; ასოცირების ხელშეკრულებას; და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში პარლამენტის მონიტორინგს და მისს როლს. შეხვედრის დასასრულს ქეთევან ხუციშვილმა კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული შეხვედრის გამართვისთვის და ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42