საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია TCC-ის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:37, 12 Dec, 2016     1115

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების მზარდ დინამიკას და აღინიშნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმდინარე პროექტს - “გარდაბნის თბოსადგური 2“, რომლის მშენებლობასაც „China Tianchen Engineering Corporation“ ახორციელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გარდაბნის თბოსადგური იქნება კიდევ ერთი ახალი ენერგია საქართველოს ენერგოსისტემაში და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

TCC-ი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომლის საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42