საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს და აღნიშნული პროექტი მზად არის. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ბანკის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება. ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივა თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან წამობვიდა:
“ეს ინიციატივა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მოდის, რადგან აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონტიტუციასთან ანუ კანონი ადგენს პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვთხოვა ხარვეზის გასწორება. ამ მიზნით შემუშავდა კანონპროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






