საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებას დღეს პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს, როგორც ცნობილია, კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულით „ართულმა ოცნებამ“ უარყო პრეზიდენტის ინიციატივა, რომლითაც თანათავმჯდომარეები უნდა ყოფილიყვნენ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.
ჯერჯერობით უცნობია ჩაერთვება თუ არა ამ ფორმატით საქმიანობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საპარლამენტო უმცირესობის აზრით კვლავ გრძელდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება.
„ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი არ შეცვლილა, შესაბამისად, არ შეცვლილა ქართული ოცნების დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო კომისიის შემთხვევაში, ქართული ოცნება ეცდება, რომ კომისიის მუშაობა იქცეს ფორმალობად, ვინაიდან, მას გააჩნია მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი მიზნები, კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მას სინამდვილეში არ სჭირდება საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა პრეზიდენტის თუ სხვა წარმომადგენლების, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ მათ ასეთ ზრახვებს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






