ზაზა თავაძემ "კურიერთან" განაცხადა, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა ასევე იყო, თუ როგორ მიმდინარეობს ბოლო პერიოდში სამართალწარმოების პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლოში.
"ეს იყო ინფორმაციის მიწოდება, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო პერიოდში. ჩვენ შევეხეთ გახმაურებულ საზოაგდაოების მაღალი ინტერესის მქონე თემებს, მათ შორის რუსთავი 2 - ის საქმეც მოიაზარებოდა. კონკრეტიკა არ ყოფილა, მაგალითად რა ეტაპზეა საქმე"- თქვა თავაძემ.
თავაძე და ბუკიკიო საქართველოში ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტზეც შეთანხმდნენ. ივლისში თბილისში ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება.
ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო კომისიაზეც გააკეთა კომენტარი. მან ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"პრეზიდენტი რომ ყოფილიყო ალბათ იქნებოდა კარგი. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ განხილვაში უკეთესია"- ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე,
მასალის გამოყენების პირობები






