განცხადების ავტორების განცხადებით, ნარკომომხმარებლებს არ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ნარკოპოლიტიკა დაეყრდნოს ჯანდაცვის და არა დევნის და რეპრესიის მიდგომებს,“ - აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ზაზა ხუციშვილმა.
„აუცილებლად უნდა გამოვყოთ მსუბუქი ნარკოტიკი, როგორიც არის მარიხუანა. გუნდში ამას ძალიან ბევრი მომხრე ყავს და ამაზე ჩვენ ისედაც ვაპირებდით მსჯელობას და ლიბერალიზაცია რა თქმა უნდა, იქნება ამ მიმართულებით. ადამიანების ასე მძიმედ დასჯა არ მიგვაჩნია სწორად. სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც ამისთვის 6-7 წელს ატარებინებდნენ ციხეში, ახლა, როგორც წესი გამოდიან ამის ინიციატორები. არ არის საჭირო, ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არსებული ნარკოპოლიტიკას საბჭოთა გადმონაშთს უწოდებენ.
„მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება უნდა იყოს დეკრიმინალიზებული. ის რაც დღეს ხდება, რომ ნადირობენ ნარკომომხმარებელ პირებზე, ეს არის ჩაბრუნება წარსულში. ხალხი, ვინც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს, იგივე უმრავლესობიდან, ვთქვათ კობა ნარჩემაშვილი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის საბჭოთა გადმონაშთი მიდგომა ნარკოდამოკიდბეული პირების მიმართ,“ - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში.
მასალის გამოყენების პირობები






