,,თუ არ უნდათ ნუ დაუჭერენე მხარს... ბიუჯეტის პროექტი არის სრულყოფილი“ - ნარმანია ოპოზიციას პასუხობს
პოლიტიკა - 16:31, 11 Dec, 2016     2146
2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტბზე ისაუბრა დავით ნარმანიამ. მისი თქმით ქალაქის მთავრობის პრიორიტეტად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა, განათლება, გამწვანება და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება. ოპოზიციის შენიშვნებთან დაკავშრებით თბილისის მერი ამბობს, რომ საფინანსო დოკუმენტში აისახა ყველა ის წინადადება, რომელიც არაპოპულისტური ხასიათის იყოს. ამის მაგალითად ნარმანიამ დაასახელა მთავრობაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, როგორიცაა, მაგალითად კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის გაუქმება.

„უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევებში ჰქონდა ძალიან პოპულისტური მოთხოვნები, ამიტომ, მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა და ვერც მოხდებოდა. ის საქმიანი შენიშვნები და წინადადებები, როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობისგან ჩვენ მივიღეთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ. ასე, რომ ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ოპოზიცია არასდროს არ უჭერდა მხარს ბიუჯეტს და მას გაუკვირდება თუ ამჯერად მხარს დაუჭერენ.

,,ნუ დაუჭერენ... თუ არ უნდათ, რომ დაუჭირონ მხარი პროგრესზე და განვითარებაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს, ეს მათი ნებაა“ - განაცხადა მერმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანიამ ბიუჯეტში არ ასახა მათი შენიშვნები, რომელიც სოციალური სფეროს განვითარებას ეხებოდა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათი განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, აუციელბელია დადგენს ბიუჯეტის კორექტირების საკითხი. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ნარმანიამ ყოვლად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღო. 46 მილიონით ბიუჯეტის შემცირების ფონზე, მან 30 მილიონით შეუმცირა იმ თბილისელებს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, სოციალური დახმარებები.

2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 801 მილიონ ლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42