ნარიყალას ციხე-სიმაგრეს მასშტაბური რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება
პოლიტიკა - 15:48, 11 Dec, 2016     4004

თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. ციხე-სიმაგრის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

დავით ნარმანიას თქმით, ამ მასშტაბის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ციხეს აქამდე არასოდეს ჩატარებია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს ნარიყალას დედაციხის სრულ რეაბილიტაციას. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში წყალი ჩადიოდა კედლებში და აზიანებდა მას, პირველ რიგში, ჩატარდება ციხის გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი დაზიანებული ფასადისა და სხვა ნაწილების რესტავრაცია. რაც მთავარია, ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით აღდგება და მომავალში კვლავ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“- განაცხადა თბილისის მერმა.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება. ციხის აღდგენაზე ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები მუშაობენ. გრძელვადიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავს კლდოვანი ფუძე-საძირკვლების გამაგრებას, ძველი სატრაპეზოს დემონტაჟსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ახლის მოწყობას. ციხის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტაძარს, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სატრაპეზო მნიშვნელოვანია. არსებული სატრაპეზო აგებულია სპონტანურად და ფარავს კედლის მნიშვნელოვან ისტორიულ ნაწილს. ახალი პროექტით, ახალი სატრაპეზო კომუნიკაციების ნაკლებად სახიფათო ზოლში აიგება. ასევე, ფასადი N12-დან N18 ბურჯის ჩათვლით გაიწმინდება იმ მცენარეებისგან, რომელიც კედელს აზიანებდა. იმავე ბურჯების ფასადი აგურის მასალით აღდგება.

ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. მეოთხე საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებში აღადგინეს, თუმცა მისი ახლანდელი მდგომარეობა ავარიული და საფრთხის შემცველია.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდება. ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 726 983 ლარი, აქედან 300 000 ლარი 2016 წლის სამუშაოებზე დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42