,,ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ საკონსტიტუციო კომისიას“ - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 00:01, 11 Dec, 2016     2136
საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით ისაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. გიორგი აბაშიშვილმა მაღალი თანამდებობის პირებს ურჩია განცხადებების გაკეთების დროს სწორად შეარჩიონ ტერმინები. მისი თქმით, კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით იყო არა კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, არამედ პარლამენტის მხრიდან შეტყობინება. აბაშიშვილი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა კომისიის ფორმატთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება.

„ვისურვებდი, რომ ტერმინები სწორად იქნას შერჩეული. კონსულტაციები ნიშნავს პოზიციების განხილვას, შეჯერებული კი ნიშნავს პოზიციების ჩამოყალიბებას. ის, რაც იყო პარლამენტის მხრიდან, ეს იყო, უბრალოდ, შეტყობინება. სამწუხაროა ეს, რომ ასე ხდება. ჩვენ მივიღეთ ერთპარტიულ ინიცირება, ერთპარტიულ კომისია. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმატთან დაკავშირებითაც კი, ერთპიროვნულად იქნა მიღებული,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციატივაში მთავარი იყო ის, რომ საკონსტიტციო კომისიას ჰქონოდა მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია, ,,ამას უზრუნველყოფდა სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული კომისია პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და ვენეციის კომისიის ფართო ჩართულობით, სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. სწორედ ეს უზრუნველყოფდა ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობას. პრეზიდენტი არ არის არცერთი პარტიის წევრი და საქართველოში ეს იქნებოდა კარგი მესიჯი საერთაშორისო საზოაგდოებისთვის, რომ ჩვენ გვინდა რეალური ცვლლებები და ეს არ ემყარება არცერთი პარტიის ინტერესებს. ჩვენ ვხედავთ რომ ვიღებთ ფაქტიურად ერთპარტიულ კომისიას. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმატთან დაკავშირებითაც კი მოხდა ერთპიროვნულად. გამომდინარე ამ ტენდენციიდან შიგნით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“

რაც შეეხება იმას, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის მუშაობაში, აბაშიშვილის თქმით, ისინი ჯერ პროცესს დააკვირდებიან. ,,არ არის კარგი, როცა ამ კომისიის მაგალითად მოგვყავს ის, რომ ეს კომისია იქნება ისეთი როგორიც იყო წინ. დავაკვირდებით და ამის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯებს“ - განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42