გიგი წერეთელმა ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 19:01, 10 Dec, 2016     1269
გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით ეუთოს მინესტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელიც ქ. ჰამბურგში გაიმართა. ღონისძიებას ეუთო-ს57 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინისტერიალი ორგანიზებული იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის მიერ და მას საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი თავმჯდომარეობდა. ძირითად განსახილველი საკითხებს ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების პრობლემები, უკრაინაში არსებული ვითარება, გახანგრძლივებული კონფლიქტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები წარმოადგენდა.

მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის ბიუროს სხდომა. თავის გამოსვლაში გიგი წერეთელმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკანონოდ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტულ, დე-ფაქტო ხელისუფლებებთან. „მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს არაერთ დოკუმენტში, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში, მკაფიოდ და მკაცრად არის მითითებული რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანის, დევნილთა დაბრუნების ხელისშეწყობის, ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხების, დღემდე ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ არის, პირიქით გრელდება საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი, ამჯერად უკანონო ხელშეკრულებებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი, რატიფიცირებული, ე.წ. ხელშეკრულება რუსეთისა და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო დანაყოფების შესახებ, ამგვარი მოქმედება ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ეწინააღმდეგება ეუთო-ს ძირითად ღირებულებებს. დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ამგვარი უკანონობის შესაკავებლად.“-განაცხადა მან. ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გენოტ ერლერმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარე, სხვა პარტნიორებთან ერთად აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას აღნიშნულ საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკების დროს და სხვა ფორმატებში.

გიგი წერეთელი ასევე სიტყვით გამოვიდა ეუთოსა და აზიის პარტნიორების კონფერენციაზე და გამართა სხვა სამუშაო შეხვედრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42