"პენიტენციურ სისტემაში მომავალ წელს ფართომაშტაბიანი პროექტები იგეგმება" - ზვიად მიხანაშვილი
პოლიტიკა - 18:59, 10 Dec, 2016     2542

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

სახალხო დამცველი ანგარიშში 2016 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს.

2016 წლის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები. მათ შორის, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც “C” ჰეპატიტის სოფოსბუვირით მკურნალობას გულისხმობს. პენიტენციურ სისტემაში საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მსგავსად, “C” ჰეპატიტის მკურნალობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალქეობის არმქონე პირებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ასახულია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეტანილი ცვლილებები, რაც გულისხმობს პატიმართა დეესკალაციის ოთახში ერთჯერადად განთავსების ვადას, რომელიც 72 საათამდე შემცირდა. ასევე, დიდ მიღწევად არის შეფასებული საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესის დამტკიცება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2016 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებეზე საუბრობს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ ბევრი დადებითი ტენდენცია იყო. მათ შორის, შემცირებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ჩვენ მხოლოდ ორი, არასათანადო მოპყრობის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია პროკურატურას“- განაცხადა უჩა ნანაუშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის თქმით, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში ასახავს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ძირეულ გარდატეხას.

„დადებითად იქნა შეფასებული სისტემაში გატარებული რეფორმები. წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების უფლება მიეცათ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა უწყებებთან. მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს ფართომაშტაბიანი პროექტები იგეგმება“, - განაცახადა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პენიტენციური სისტემაში პროგრესული რეფორმების განხორციელების მიზნით.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს „პატიმრობის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწევა ინდივიდუალურ საქმიანობას, უფლება ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით, გაყიდოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთი.

შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42