„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ხმაურით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ:
„ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. ეს არის ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებისთვის. მოვუწოდებთ გიორგი კვირიკაშვილს შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, რომ მისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია. მოვუწოდებთ გიორგი მარგველაშვილს გაათავისუფლოს ციხიდან ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გამო დაჭერილი ადამიანები. მოვუწოდებთ გიორგი მღებრიშვილს დაუბრუნოს ღირსება პოლიციას, რომლის ამჟამინდელი ფუნქცია შარდისმადევრობაა. მოვუწოდებთ 150 დეპუტატს მხარი დაუჭიროს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მასალის გამოყენების პირობები






