სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
პოლიტიკა - 17:07, 10 Dec, 2016     1452

5-9 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრები გამართა მსოფლიო ბანკის, აშშ-ის კონგრესის აგრარული კომიტეტის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა აშშ-ის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტების შედეგად მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ: სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე, შემუშავებულ „მიწის მომხმარებელთა ასოციაციის“ (Land Users Association) კანონპროექტზე, ქვეყანაში აღდგენილ და რეაბილიტირებულ სამელიორაციო სისტემებზე, უკვე ამოქმედებულ მცირე და საშუალო საწარმოებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებაზე და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მუშაობა გააგრძელოს მიწის ადმინისტრირების, სარწყავი სისტემების გაუმჯობესების, მოსახელობისთვის მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სტრატეგიით გათვალისწინებული სხვა პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ღირებულების აგრარული პროდუქტების (High Value Products) წარმოება და ექსპორტი.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი Cultivating New Frontiers in Agriculture-ს (CNFA) ხელმძღვანელებს შეხვდა და ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში, 7 დეკემბერს, ლევან დავითაშვილი დაესწრო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ მე-19 ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც განიხილებოდა საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი, ასევე ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42