ომბუდსმენმა 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 13:36, 10 Dec, 2016     1704
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დაცველმა უჩა ნანუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა. ნანუაშვილის თქმით მიმდინარე წელი რაიმე განსაკუთრებული ტენდენციით არ გამოირჩეოდა და ზოგადად გასული წლის ტენდენციები გრძელდებოდა.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მთავარ გამოწვევად კვლავ პოლიციის მიერ დაკავებისას ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საკითხი რჩება. ასევე ხაზგასმულია სასამართლო განხილვის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების აღმოფხვრის მნიშვნელობაც. ომბუდსმენმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის დამკვიდრება, სამწუხაროდ, ამ წელსაც არ განხორციელდა.

სახალხო დამცველის თქმით წელს არაერთი პრობლემა გამოვლინდა უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის პრობლემებია რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის მხრივ, ასევე პრობლემა იყო იმ მიმართულებით, რომ გაიზარდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების რაოდენობა და ამ კონტექსტში უჩა ნანუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების ფაქტი დაასახელა. ნანუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებზეც ისაუბრა და ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოყო. სერიოზულ გამოწვევად დასახელდა სახალხო დამცველის მხრიდან ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საკითხიც.

ნანუაშვილის თქმით ანგარიში ასევე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და იქ უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობას.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე მოხვდა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებისა და მონიტორინგის სისტემის არარსებობის პრობლემაც.

სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე აისახე ტელეკომპანია "რუსთავი 2 ის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. უჩა ნანუაშვილის თქმით საარჩევნო წელს მედია დაბალანსებული იყო, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსთავი2-ის პრობლემები 2015 წელს დღის წესრიგში იდგა.

„მართალია, გასულ წელს მოხდა დარღვევები რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ეტაპზე, მაგრამ მიმდინარე წელს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი და საქმე გადაეცა უზენაეს სასამართლოს. ამდენად, ამ წელს ნაკლებად იყო ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ის შედეგები, რომელიც შესწავლამ ცხადყო. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება და შემდგომ ანგარიშებში საერთოდ აღარ იქნება საუბარი ასეთი სახის პრობლემებზე,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42