1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია. მას შემდეგ უკვე 68 წელია, რაც მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და დგას ლიბერალური ფასეულობების სადარაჯოზე. ამ დღეს მსოფლიო ერთიანდება ზიზღის, ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ელენე ხოშტარიას ინიციატივით მრგვალ ბაღში გაიმართა სპეციალური აქცია. აქციის ორგანიზატორების განცხადებით წარმოდგენის მიზანი იყო იმ გამოწვევების დემონსტრირება, რომელიც მწვავედ დგას საქართველოს რეალობაში და რომლის გადალახვის გარეშე საქართველო ვერ შედგება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო.
"ადამიანის უფლებების დაცვა იწყება ყოველი ჩვენგანით. ერთად დავიცვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, დევნილთა, ქალისა და ბავშვის, ყველა ადამიანის უფლება. ერთად დავიცვათ მედიის თავისუფლება, რელიგიური თავისუფლებისა და უმცირესობების უფლებები."- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
გოგოებიც თამაშობენ ფეხბურთს!

არ შეუზღუდო შესაძლებლობები!

არ შეუზღუდო სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება!

არ შეუზღუდო პირადი ცხოვრების თავისუფლება!

არ შეუზღუდო ღირსების უფლება!

არ შეუზღუდო სიტყვის თავისუფლება!
არ შეზღუდო სასამართლოს თავისუფლება!

არა ოკუპაციას. არ შეუზღუდო საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება!

არა ძალადობას!

არ შეუზღუდო უფლებები!
არა ძალადობას!

მასალის გამოყენების პირობები






