თავდაცვის მინისტრმა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი მიიღო
პოლიტიკა - 10:43, 10 Dec, 2016     1459

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იმყოფება. რალფ ბრაუსკიპეს ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრით დაიწყო.

ლევან იზორიამ სტუმარს გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის წარმატებული თანამშრომლობისა და მეგობრობის დასტურია.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშორმლობაზე ისაუბრეს, რაც საერთო ინტერესების გარდა, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიის მხრიდან დამხარებასაც მოიცავს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე.

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის თემა იყო. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, მისთვის საამაყოა ქართველი სამხედროების წვლილი ავღანეთში მიმდინარე მისიაში საერთაშორისო კოალიციური ძალების მხარდამხარ, რაც ქართული კონტინგენტის ნატოს ძალებთან თავსებადობას უწყობს ხელს. გერმანულმა მხარემ კი, კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი და მათი კონტრიბუცია გლობალური უსფართხოების საქმეში.

საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებას. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გატარებას განაგრძობს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესიც განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა რალფ ბრაუსკიპეს პაკეტის განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ SNGP-ის წარმატებით იმპლემენტაციის პროცესის შესანიშნავი მაგალითებია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) პროექტები. ყურადღება გამახვილდა ასევე, ნოემბერში გამართულ ნატო-საქართველოს სწავლებაზე. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ალიანსის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს მსგავსი სახის სწავლებებისა და გადასროლისწინა წვრთნებისთვის JTEC-ის ინფრასტრუქტურა შესთავაზოს.

ლევან იზორიამ გერმანელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფრომაცია. მისი თქმით, საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის ახალი სტრატეგიული ხედვა შეიმუშავა, რომელიც ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. სტრატეგიული განვითარება წარიმართება 5 მიმართულებით: თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების ინტეგრირების ხარისხის გაზრდა; ძალების ოპტიმიზაცია; ძალების მზადყოფნა; ინსტიტუციური რეფორმები და საერთაშორისო ჩართულობა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42