„ბლექ სი არენას“ მიმდებარედ კვების ობიექტების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
პოლიტიკა - 20:54, 09 Dec, 2016     7366
საქართველო დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო, ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, საინტერესო სანახაობებთან ერთად, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ არსებულ ევკალიპტების პარკსა და „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის და კაფეს აშენებისა და მართვის მიზნით.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს - 100 ლარს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე https://drive.google.com/file/d/0B3vgM3lEWoh4bjNpNXpLM3VlMG8/view

ინფორმაციისთვის: „ბლექ სი არენა”, დაბა შეკვეთილში წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზს, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიხსნა.

დარბაზი გათვლილია 10 000 მაყურებელზე. 2016 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე უკვე წარსდგნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ვანესა მეი, კრისტინა აგილერა, ჯგუფი Scorpions, „ერისიონი“ და სხვა. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 სექტემბრამდე, ექვსს ღონისძიებაზე ვიზიტორთა რიცხვმა შეადგინა 45500 ადამიანი. საკონცერტო დარბაზში განთავსებულია 4 კინოთეატრი. საკონცერტო დარბაზს ემსახურება 140 კაციანი პერსონალი, თუმცა ეს რაოდენობა 2-ჯერ იზრდება კონცერტისთვის მომზადების პერიოდში.

საკონცერტო დარბაზის მოძრავი გადახურვისა და კედლების გათვალისწინებით, საკონცერტო დარბაზში შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია, წლის ნებისმიერ მონაკვეთში.

საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ განლაგებულია ევკალიპტების ტყე, რომელიც უკვე იქცა „ბლექ სი არენას“ ვიზიტორთა და ურეკსა და ქობულეთში ტურისტთა დასვენების საყვარელ ადგილად.

2016 წლის ზაფხულში ევკალიპტების ტყეში მოეწყო „მუსიკოსთა პარკი“, რომელშიც განლაგებულია მსოფლიო და ქართული კულტურისა და ხელოვნების 36 მოღვაწის ფიგურა. პარკი აღჭურვილია უნიკალური აკუსტიკური ტექნოლოგიებით. ნებისმიერი მუსიკოსის ფიგურასთან მიახლოებისას ავტომატურად ირთვება ამ მუსიკოსის შემოქმედების „ოქროს კომპოზიციები“. პარკში ასევე განთავსებულია სხვადასხვა ზომის სამი სცენა, სადაც შეიძლება მოეწყოს კონცერტები და საღამოები, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მოყვარულთათვის.

ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურა, შეკვეთილში მდებარე „ციცინათელას“ გასართობ პარკთან ერთად ქმნის ერთიან უნიკალურ ტურისტულ კომპლექსს და სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42