„დასანანია, რომ ირაკლი კობახიძემ პირველი ნაბიჯი არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადადგა“ - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 17:29, 09 Dec, 2016     3491

პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, დასანანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწროპარტიული თუ ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი საკონსტიტუციო კომისიის ძველი წესით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საკითხს:

„აქ მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც განზრახულია, ყოფილიყო მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის მქონე. აქედან გამომდინარეობდა პრეზიდენტის შეთავაზება ამ პროცესთან დაკავშირებით.

ძალიან დასანანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდა მიიღო და დღეს გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი, კიდევ უფრო აჩენს იმ კითხვის ნიშნებს, იმ ეჭვს, რომელიც აქამდე არსებობდა საკონსტიტუციო პროცესისადმი უფრო აღრმავებს, და ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა მანამდე, წინა ხელისუფლებების პერიოდში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს საქმიანობა იმავე წესით გაგრძელდება.

ძალიან დასანანია ამავდროულად ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკურ კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო, ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე, რაც კიდევ ვიმეორებ, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს სერიოზულად აზარალებს.

კონსულტაციებს რაც შეეხება: ოფიციალური კონსულტაციები ნამდვილად არ გამართულა, უკვე გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე ამ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ჩაგვაყენეს საქმის კურსში. ამას, რა თქმა უნდა, კონსულტაცია ვერ დაერქმევა, რადგან ეს იყო მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეტყობინება, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავაფორმულიროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა.

ფიქრია ჩიხრაძეს პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვალოს იმის საფუძვლად, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების მიმართულებით უკვე აქვს გადაწყვეტილება მმარველ გუნდს და, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი მარგველაშვილი ვერ იქნება თანათავმჯდომარე ამ კომისიაში:

„ჩვენ, რომ არ დავიწყოთ მარჩიელობა, რა მიზანი ან განზრახვები აქვს მმართველ პარტიას კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობდით ჩვენ, რომ არ გაჩნდეს ასეთი ეჭვები, ისეთი შეკითხვები, როგორიც თქვენ დასვით; ისეთი მოსაზრებები, როგორებიც ისმოდა ამ ხნის განმავლობაში ექსპერტებისაგან თუ კონსტიტუციონალისტებისაგან, ასევე პოლიტიკური წრეებისაგან. ეს შეკითხვები არის აბსოლუტურად ბუნებრივი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ბუნებრივი გამოცდილება ამ თვალსაზრისით წინა კომისიის დროს და ძველი კომისიების მუშაობის დროსაც. ეს პრაქტიკა ჩვენ აღარ უნდა გაგვემეორებინა და, როდესაც გვეუბნებიან ახალი გადაწყვეტილების დროს, რომ არსებული გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ, სწორედ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დამაზიანებელი ამ პროცესისათვის, რომ ის არსებული არასწორი და მავნე პრაქტიკა ისევ მეორდება და ის ეჭვები, რომელზეც თქვენ და ბევრი სხვაც საუბრობს, ბუნებრივია გაღრმავებულია პროცესის დასაწყისშივე და შემდეგ თავად პროცესში რა გაჩნდება კიდევ, ამაზე უკვე მომავალში შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართვას ამ პროცესში, ამის თაობაზე ჩვენ ალბათ ვნახავთ დადგენილებას, რომელიც იქნება მიღებული, რა სამუშაო წესია შეთავაზებული საერთოდ საზოგადოებისათვის და დამატებით მივიღებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42