პრემიერმა სერგეენკოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაავალა
პოლიტიკა - 15:41, 09 Dec, 2016     2973
საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება, - მთავრობა ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპს იწყებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გასული წლების განმავლობაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რათა მოქალაქეები უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ იმ მომსახურებებით, რომლებსაც დღეს იღებენ.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იყო უდიდესი შეღავათი, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს საქართველოს მაგალითზე არაერთი ქვეყანა სწავლობს.
„დღეს გადავდივართ ახალ, მეორე ეტაპზე, როდესაც უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს საჭიროებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ასევე ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე - ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც, ჩვენი აზრით, საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ, მინდა ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა - იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულებების თავიდან აცილების ეფექტური შემთხვევები. ასევე, სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. აქაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მნიშვნელობა ექნება კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის მოდელებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42