,,ყველას მოვუწოდებ, ბანკების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავი შეიკავონ" - პრემიერი
პოლიტიკა - 15:39, 09 Dec, 2016     5143

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, საბანკო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო მთავრობის მიერ დაგეგმილ ზომებს, რომლებიც რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელია და ამ პროცესში საბანკო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილია რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებისთვის აუცილებელი ზომებია მისაღები, რათა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, რეალური გახდეს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია საბანკო სექტორი.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურად გაუფრთხილებელ ბრალდებებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ გაისმა და განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა ამ რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან რგოლს და ნებისმიერი უარყოფითი, მით უმეტეს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება ამ მიმართულებით, იწვევს ძალიან მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში, ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. როდესაც საუბარია კრიტიკაზე, არავისთვის უცხო არ არის კრიტიკა, მით უმეტეს, არც მთავრობისთვის და არც ერთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ, როდესაც საკითხი საფინანსო ინსტიტუტს ეხება, არ შეიძლება ის საჯარო იყოს მანამ, ვიდრე ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფორმატებში, რომელიც თავს აგვარიდებს ამ მგრძნობიარე ინსტიტუციებისადმი ასეთი ტიპის ბრალდებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის რეფორმების განხორციელების პროცესში საბანკო და მთლიანად, კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.

„ჩვენი საბანკო სექტორისადმი ჩვენ გაგვაჩნია სრული ნდობა, ვართ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში და არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ, მთლიანად, კერძო სექტორისა და ბიზნესის მონაწილეობა, რეფორმირების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42