„კომისიის მუშაობა დაფუძნებული იქნება გამჭვირვალობაზე და მასში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა. ასევე უზრუნველყოფილი იქნება შემუშავებული პროექტის შეფასებაში უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებთ ვენეციის კომისიის აქტიური ჩართულობა.“- გაანცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარია თქმით კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღებაც უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობს კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.
კომისია მუშაობას შეუდგება მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება, ხოლო საბოლოო პროექტს 2017 წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს. რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები.
ირაკლი კობახიძის თქმით მათ ქონდათ მსჯელობა პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციასთან და მოხდა შეჯერება, რომ აღნიშნული კომისიას ყველაზე მეტად საპარლამენტო ფორმატი შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები






