კულტურის მინისტრი სკანდალში ეხვევა - მიხეილ გიორგაძის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს
პოლიტიკა - 12:17, 09 Dec, 2016     3844
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სკანდალური ინფორმაციის ასაჯაროებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის, მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს.

საიას ცნობით, საუბარია კერძო კომპანიაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან იჯარით, 49 წლით აქვს მიღებული ქონება და რომელსაც სახელმწიფოს ვალი მილიონ ლარზე მეტი დაუგროვდა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს,

“ეს იყო იჯარის ქირა, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ თბილისის ფილარმონიის სარგებლობისათვის, რომელიც 29 წლიანი ვადით აქვთ გადაცემული, თუმცა 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2013 წლიდან დღემდე, პრაქტიკულად სახელმწიფოს აღარ შეუწუხებია კომპანია იმისთვის, რომ გადაეხადა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. კომპანიის იურიდიული მისამართი ასევე დღემდე რჩება მინისტრის საცხოვრებელი, ეს არის გაბაშვილის ნომერი 1,“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ.

ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდეს და დავალიანება იქნეს ამოღებული.

"დანარჩენი საკითხები ეს არის პოლიტიკური და ამასთან დაკავშირებით მინისტრმა და შესაბამინა პირებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება"- აცხადებს ნაცვლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42