"შსს ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს"- თარგამაძე მისი აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს
პოლიტიკა - 12:12, 09 Dec, 2016     2029
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გივი თარგამაძე მისი აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს.
დეპუტატის თქმით, გამოძიებამ ის დაზარალებულად სულ რაღაც 3 დღის წინ, მისი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ აღიარეს, თუმცა თარგამაძეს ამ დრომდე არ მიუღია საქმის მასალები..

„4 ოქტომბრის აფეთქების გამოძიებასთან დაკავირებით, შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების შემდგომ საგამოძიებო უწყებებმა ინტერესი დაკარგეს. ამიტომ, მე ჩემი ძალებით მიწევს ისინი ვაიძულო ჩაატარონ თითოეული ის საპროცესო მოქმედება, რომელიც მათი ვალდებულობაა.

გამოძიების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ჩემი ძალისხმევით მივაღწიე იმას, რომ დაზარალებულად მცნეს, რაც პროკურატურას ავტომატურად უჩენს ვალდებულებას საქმის მასალები გამაცნონ, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს.

საგამოძიებო უწყების ასეთი მიდგომა საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ პროკურატურა ცდილობს გამოძიება საკუთარი ინტერესების დაცვით წარმართოს, რათა შედეგიც თავიანთ ინტერესებს შეუსაბამონ.

აღსანშნავია, რომ პოლიცია, რომელიც გამოძიებას აწარმოებს თავის მხრივ მზადაა მასალები გამაცნოს, თუმცა მათ პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ, რასაც ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ კითხვები არსებობს, პასუხები კი აგვიანებს.

კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, პროკურატურას შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და გამაცნონ საქმის მასალები"- განაცხადა თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42