საქართველოს პრეზიდენტმა “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან სამუშაო ვახშამი გამართა
პოლიტიკა - 12:12, 09 Dec, 2016     1309
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვახშამი “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან გამართა.

კლუბის წევრებმა და საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე შედიოდნენ, განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შედგა ძალიან ღია საუბარი საქართველოსათვის მნიშვნელოვან თემებზე, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე.

საფრანგეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრობლემების ფართო სპექტრს, როგორც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რუსეთთან ურთიერთობებს, ოკუპაციის თემებს.

“დღეს საფრანგეთი მომავალი არჩევნებისათვის მზადების პოლიტიკურ პროცესშია და ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ პოლიტიკურ წრეებამდე და მაქსიმალურად გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პოლიტიკურ წრეებში'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

როგორც კლუბის თავმჯდომარემ ჟან პოლ კარტერონმა განაცხადა, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს და რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის განვითარებას, ასევე, საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს.

შეხვედრისას საუბარი პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა სფეროების განვითარების თემებსაც შეეხო, მათ შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42