ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპოდენტი რიკარდ ოზვიაკი იტყობინება.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის საკითხების განხილვა გაიყოფა, რადგან სამმხრივი მოლაპარაკებები(ტრიალოგი) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ოთხშაბათს გაიმართება და მაშინვე დასრულდება, ხოლო უკრაინის საკითხი კი მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც ე.წ. შეჩერების მექანიზმი ფორმალურად იქნება დამტკიცებული, ანუ მომდევნო წლის დასაწყისში.
სამმხრივი მოლაპარაკებები ანუ ტრიალოგი არის ევროკავშირის სამი უწყების ევროკომისია, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შეკრება, რომელიც 14 დეკემბრს არის ჩანიშნული, რა დროსაც უნდა შეთანხმდნენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის ტექსტზე. ტექსტზე შეთანხმების შემდეგ გაიმართება პარლამენტში კენჭისყრა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გადავიდეს იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც შენგენის ზონაში მოგზაურობისას ვიზა არ სჭირდება. ამის შემდეგ ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო და გამოქვეყნდება ევროკავშირის ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს კი შევა ძალაში.
ფორმალური პროცედურებიდან გამომდინარე ზუსტი თარიღის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლა საქართველოს 2017 წლის დასაწყისში ექნბენა.
მასალის გამოყენების პირობები






