ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 28-ე სხდომა და სუამ-იაპონიის შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 10:37, 09 Dec, 2016     925
ქ. ჰამბურგში ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ანდრეი გალბურმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა.


სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან.

სხდომაზე, საქართველომ 2017 წელს სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საბჭოს წარუდგინა საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა „ერთად - ძლიერი სუამ-ისთვის“ და ისაუბრა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და გაფორმდა სხდომის ოქმი.

8 დეკემბერს, ქ. ჰამბურგში, ასევე გაიმართა სუამ+იაპონია ფორმატის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ხოლო იაპონურ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ნობუო კიში (Nobuo KISHI). შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას და ისაუბრეს მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ხელმოწერილი „სუამ-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამის“ (“GUAM-Japan Cooperation Program”) ფარგლებში ახალი ინიციატივებისა და პროექტების შემუშავებისა და იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე. სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს იაპონურ მხარეს აქტიური მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის, ასევე, სუამ-ის ექსპერტებისთვის ყოველწლიური სემინარების ორგანიზებისთვის, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრის ბოლოს მიღებულ იქნა სუამ-იაპონიის ერთობლივი განცხადება პრესისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42