„კაცების დრო“ - საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:10, 09 Dec, 2016     2752
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ გადაცემის ,,კაცების დრო“ ეთერში გასულ საანონსო მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გადაცემის - „კაცების დრო“ ეთერში გასულ საანონსო მასალას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ყურადსაღებია, რომ მაშინ როდესაც გაიმართა მსჯელობა გადაცემის კონტექსტის და შინაარსის ხარვეზებზე, დაანონსებული გადაცემა ჯერ კიდევ არ იყო გასული მაუწყებლის ეთერში და შესაბამისად ამგვარი კრიტიკა საფუძველს იყო მოკლებული.

მაუწყებლის ახალი გადაცემის პრომო რგოლის თაობაზე განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის და სარეიტინგო მონაცემების გათვალისწინებით, არხის სამაუწყებლო ბადეში დაანონსებული გადაცემა განთავსებულია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მაუწყებლის სატელევიზიო აუდიტორიის დიდ ნაწილს სწორედ მამაკაცები შეადგენენ. გამომდინარე აქედან, ამ მიზნობრივი აუდიტორიისთვის მომზადდა გადაცემა, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს გასართობი ჟანრის იუმორისტული ელემენტების შემცველ გადაცემას და არანაირად არ არის მიმართული „გენდერული სტერეოტიპების“ ხელშეწყობისაკენ.

მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს, რაც ასახულია კიდეც იმ ანგარიშებში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პერმამენტულად აწვდის შესაბამის უწყებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზო და რადიო ეთერის თითქმის ყველა გადაცემა (როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა ჟანრის გადაცემები) მუშაობს აღნიშულ საკითხებზე და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ქალთა უფლებების მიმართულებით ინფორმირებულობის დონის გაზრდაში.

ცალკე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ მოთხოვნის და სტანდარტის დაცვის მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია მისი (და ასევე მაუწყებელში დასაქმებული თანამშრომლების) საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებში და შიდა, ლოკალურ დოკუმენტებში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ზემოთ აღნიშნული პრომო რგოლი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ნიშნებს ან „გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ“, როგორც ეს აღინიშნა სახალხო დამცველის განცხადებაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და უკურეაქცია” - ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ გადაცემის ,,კაცების დრო“ ეთერში გასულ საანონსო მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გადაცემის - „კაცების დრო“ ეთერში გასულ საანონსო მასალას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ყურადსაღებია, რომ მაშინ როდესაც გაიმართა მსჯელობა გადაცემის კონტექსტის და შინაარსის ხარვეზებზე, დაანონსებული გადაცემა ჯერ კიდევ არ იყო გასული მაუწყებლის ეთერში და შესაბამისად ამგვარი კრიტიკა საფუძველს იყო მოკლებული.

მაუწყებლის ახალი გადაცემის პრომო რგოლის თაობაზე განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის და სარეიტინგო მონაცემების გათვალისწინებით, არხის სამაუწყებლო ბადეში დაანონსებული გადაცემა განთავსებულია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მაუწყებლის სატელევიზიო აუდიტორიის დიდ ნაწილს სწორედ მამაკაცები შეადგენენ. გამომდინარე აქედან, ამ მიზნობრივი აუდიტორიისთვის მომზადდა გადაცემა, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს გასართობი ჟანრის იუმორისტული ელემენტების შემცველ გადაცემას და არანაირად არ არის მიმართული „გენდერული სტერეოტიპების“ ხელშეწყობისაკენ.

მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს, რაც ასახულია კიდეც იმ ანგარიშებში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პერმამენტულად აწვდის შესაბამის უწყებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზო და რადიო ეთერის თითქმის ყველა გადაცემა (როგორც საინფორმაციო, ასევე სხვა ჟანრის გადაცემები) მუშაობს აღნიშულ საკითხებზე და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ქალთა უფლებების მიმართულებით ინფორმირებულობის დონის გაზრდაში.

ცალკე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ მოთხოვნის და სტანდარტის დაცვის მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია მისი (და ასევე მაუწყებელში დასაქმებული თანამშრომლების) საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებში და შიდა, ლოკალურ დოკუმენტებში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ზემოთ აღნიშნული პრომო რგოლი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ნიშნებს ან „გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ“, როგორც ეს აღინიშნა სახალხო დამცველის განცხადებაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და უკურეაქცია” - ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42