მამაკაცებზე ,,ძალადობა“ ქართულად - „სექსუალური კავშირის შემდეგ, ქალების მხრიდან ხდება მათივე ცოლად შერთვის იძულება“
სოც.მედია - 11:03, 09 Dec, 2016     39622

„ვთვლი, რომ იგივე გენდერული პრობლემები, ცალმხრივად არ უნდა განიხილებოდეს და ორივე სქესი, თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, ყველა მიმართულებით“ - წერს ბლოგერი გურამ შეროზია და მამაკაცის „დისკრიმინაციაზე“ საუბრობს.

„მამაკაცების “დისკრიმინაციის” 14 მაგალითი ქართულად“ - გურამ შეროზია

  1. მამაკაცები პენსიაზე 5 წლით გვიან გავდივართ, ქალებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია და ასეც რომ არ იყოს, მიზეზი გაუგებარია;
  2. ქალს შეუძლია აბორტის გაკეთება მამის თანხმობის გარეშე; (ძალიან გთხოვთ ნუ ვიკამათებთ, ვინ რამდენი იშრომა და ვის რა წვლილი მიუძღვის, ფაქტია, ეს როლი არავისთვის "შეგვიტენია" იძულებით და ბავშვს ჰყავს ორი მშობელი)
  3. არასრუწლოვანთან სექსის (თუნდაც ქორწინების) გამო მამაკაცები ისჯებიან, თუმცა არავინ ინტერესდება მეძავები რა ასაკიდან იღებენ ბიჭ "მუშტარს"
  4. განშორების დროს, შემთხვევების უმრავლესობაში - ბავშვი დედასთან რჩება;
  5. სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ მამაკაცებისთვის არის სავალდებულო, ომშიც მამაკაცები ვიღუპებით;
  6. ქალი, რომელიც არ მუშაობს და ქმრის კმაყოფაზეა საკუთარივე ნებით - დედაა და დედობა „ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა“, ხოლო იგივე როლში მყოფი მამაკაცი - მუქთახორა, ჟიგოლო, ალფონსი და მრავალი სხვა ნეგატიური ეპითეტით ფასდება;
  7. მამაკაცების ტანსაცმლის სექციას, მაღაზიის ¼ უჭირავს და ის ნაწილიც, ბავშვთან არის გაერთიანებული;
  8. ხშირია შემთხვევები, როცა სექსუალური კავშირის შემდეგ, ქალების ან მათი ოჯახების მხრიდან ხდება მათივე ცოლად შერთვის იძულება, როცა ამავე სექსუალური მიზეზებით, მამაკაცები ვერავის ვაიძულებთ ქმრად შეგვირთონ;
  9. ქალებს შეუძლიათ შეიტანონ კორექტირებები საკუთარ ვიზუალში, ნებისმიერი რაოდენობით და ფორმით, რაც მამაკაცებისთვის დღემდე სირცხვილად ითვლება (პროცენტული უმრავლესობით)
  10. შუაზე გაყოფის გარდა შემთხვევებში, როცა ორიდან ერთი მხარე იხდის საერთო ლანჩის თანხას, უმრავლეს შემთხვევებში ეს მამაკაცია (ანალოგიურად ტაქსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ა.შ. შემთხვევებში), სხვა შემთხვევაში მომენტალური პარალელები ივლება სიძუნწესთან, უნიათობასთან, ქალის პატივისცემის არ არსებობასთან, ა.შ.
  11. თუ ქალი იამაყებს თავისივე სქესით - ის დამოუკიდებელი, ძლიერი ქალია, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში - ის სექსისტია;
  12. არატრადიციული სექსის შემთხვევაში, მამაკაცების მიმართ აგრესია ქალებთან შედარებით გაცილებით მაღალია;
  13. ქალებს ჩაცმულობის მხრივ გაცილებით დიდი არჩევანი აქვთ, რაც მამაკაცების შემთხვევაში მიუღებელია და ჩვენი გარდერობი ვიწრო დიაპაზონით არის განსაზღვრული;
  14. საზოგადოებისთვის ნაკლებად პრესტიჟულ, თუ მძიმე, ან უსუფთაო პოზიციებზე უმეტესად მამაკაცები არიან დასაქმებულები: ტაქსის მძღოლი, დაცვის თანამშრომელი, ფიზიკური მუშა, ნაგვის მანქანებთან მომუშავეები (როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უწოდებენ), იგივეა სიცოცხლისთვის სახიფათო პოზიციების შემთხვევაშიც, ხოლო პრესტიჟულ და კომფორტულ სამსახურებში, მაგ: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილი, კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ა.შ. - ქალთა პროცენტული წილი გაცილებით მაღალია.

ეს ჩამონათვალი არ გულისხმობს იმას, რომ მამაკაცები მეტად ვიჩაგრებით, არც იმას, რომ ქალების შემთხვევაში ყველაფერი იდეალურადაა და ვინმე მათ დაცვას ეწინააღმდეგება, უბრალოდ - ვთვლი, რომ იგივე გენდერული პრობლემები, ცალმხრივად არ უნდა განიხილებოდეს და ორივე სქესი, თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, ყველა მიმართულებით.

შიგადაშიგ, შეიძლება იუმორითაც შეხედოთ, ანუ არ ვწუწუნებ, უბრალოდ ზოგ სახალისო და ზოგ კიდევ, არც ისე მარტივ პრობლემაზე ვამახვილებ ყურადღებას. :)

მადლობა ყურადღებისთვის.

პატივისცემით,

მამაკაცი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42