,,ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი...“ - სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 23:47, 08 Dec, 2016     7857
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი განცხადებას ავრცელებს. სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი გადაწყვეტილების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

,,მეგობრებო!

როგორც უკვე ცნობილია, ნოემბრის თვეში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის (წინა)საარჩევნო დარღვევები, უკანონობა და მნიშვნელოვანი გაყალბებები რასაც ადგილი ქონდა მთელს საქართველოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა არალეგიტიმური შედეგი. ჩემი გადაწყვეტილება, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითრებულ მოვლენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და რამაც განაპირობა ის მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას.

ჩვენ ყველა მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებთ, თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს ამომრჩევლის ნების დამახინჯებას საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის.

ჩემის მხრივ კი მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გვფარავდეს ღმერთი" - ნათქვამია სანდრა რულოვსის წერილში, რომელაც ის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42