უნდა ველოდოთ სიახლეებს, რომელიც იქნება გარღვევა ეკონომიკური განვითრების კუთხით - პრემიერი
პოლიტიკა - 20:06, 08 Dec, 2016     2454
სულ რამდენიმე საათის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე. წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა მოგილოცოთ ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება უამრავი ადამიანის შრომისა და საქართველოს მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგია.

„ეს არის წარმატება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან ბევრი მეგობრის უდიდესი დახმარებისა და თანადგომის, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესასოციაციის წევრებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბიზნესცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი საფუძველს ჩაუყრის საინტერესო იდეებს, რომლებიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს ქვეყანაში და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დღეს საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული სვლა დაგეგმილი დღის წესრიგის განსახორციელებლად.

„ზუსტად ამ მომენტში როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია ასეთ შედეგს, ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ დღეს ჩვენ ქალაქის ცენტრში გვაქვს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. გილოცავთ! ნამდვილად ძალიან კომფორტული სივრცეა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ სივრცეში მიღებულ იქნება არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება ახალი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყველაზე მეტად დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება ერთად დგომა და თანმიმდევრულად სვლა იმ მიმართულებით, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ არათუ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ასეთი თავდაჯერებული, რომ ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გველოდება წინ, არ ვყოფილვარ არასდროს. განწყობა, რომელიც მე გამაჩნია და ჩვენს გუნდს გააჩნია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში - სრულიად ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ და რომელიც იქნება ნამდვილი გარღვევა ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეს არის რეალობა და ეს არის ის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს არსებობს, ეს არის ის პოტენციალი, რომელზეც ჩვენ სულ ვსაუბრობთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ბიზნესასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს და საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. თანამედროვე დიზაინის მქონე ბიზნესცენტრის საერთო ფართობი 9105 კვადრატული მეტრია და იგი მოიცავს საოფისე და კომერციულ სივრცეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42